მიხეილ სააკაშვილი - ცემენტის ქარხნის გვერდით საპყრობილეში გადმოყვანის შემდეგ, სხეულზე გამონაყარი და კიდურების შეშუპება გამიჩნდა, თითქმის მთლიანად გამცვივდა თმები, გამიჩნდა სუნთქვის პრობლემები - მოვითხოვე ანალიზის აღება, მაგრამ უარით გამომისტუმრეს

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 13

აქ, რუსთავის ცემენტის ქარხნის გვერდით საპყრობილეში გადმოყვანის შემდეგ, სხეულზე გამონაყარი და კიდურების შეშუპება გამიჩნდა, თითქმის მთლიანად გამცვივდა თმები, გამიჩნდა ასევე სუნთქვის პრობლემები - მოვითხოვე მომწამლავ ნივთიერებებზე ანალიზის აღება, მაგრამ ციხის ექიმებმა განმიმარტეს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ისინი კი არა, „სამართალდამცავი“ ორგანოები იღებენ და უარით გამომისტუმრეს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, თითქმის ერთი კვირაა რუსთავის ციხეში გათიშულია გათბობა.

„პუტინი რუსეთის ოპოზიციის დაპატიმრებულ ლიდერებს, როგორც წესი ჩრდილოეთის და ციმბირში განსაკუთრებით ცივ რეგიონებში გამოკეტავს ხოლმე, სადაც მათგან ყველაზე გამორჩეულთ, წამლავენ კიდეც.

ივანიშვილმა გადაწყვიტა აქ მოგვიწყოს ციმბირი აცივებასთან ერთად. თითქმის ერთი კვირაა რუსთავის ციხეში გათიშულია გათბობა (ბადრაგებს ელექტროღუმელები უდგათ თავისთან), მაგრამ ეს სტატუსი ამაზე არაა.

აქ, რუსთავის ცემენტის ქარხნის გვერდით საპყრობილეში გადმოყვანის შემდეგ, მე სხეულზე გამონაყარი და კიდურების შეშუპება გამიჩნდა რამდენიმე დღეში. თითქმის მთლიანად გამცვივდა თმები, გამიჩნდა ასევე სუნთქვის პრობლემები.

მოვითხოვე მომწამლავ ნივთიერებებზე ანალიზის აღება, მაგრამ ციხის ექიმებმა განმიმარტეს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ისინი კი არა "სამართალდამცავი" ორგანოები იღებენ და უარით გამომისტუმრეს, თუმცა ეს სტატუსი ამაზეც არაა.

ეს სტატუსი ეხება რუსთავის და კასპის მოსახლეობის უმეტესობას, რომელთაც მრავალი წელია თავზე ეყრებათ ეს მომწამლავი მტვერი და რომელიც ძირითადად ხმას არ იღებს ბავშვებში ონკოლოგიის მკვეთრ მომატებაზე, დანარჩენი ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების ფართო სპექტრზე, ასევე იმაზე, რომ რუსთავშიც და კასპშიც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 7-8 წლით ჩამორჩება კახეთს და დასავლეთ საქართველოს.

ვიცი, რომ აქტივისტები იბრძვიან, მაგრამ მინდა ვკითხო დანარჩენ ქართულ საზოგადოებას - იმიტომ ხომ არ ხართ ჩუმად, რომ ამ ქარხნების მფლობელი ივანიშვილია, სწორედ ის არ აყენებს გამწმენდ ფილტრს, რომელიც აუცილებელია თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად, სწორედ ის ამუშავებს ქარხანას ღამ-ღამობით, რათა თქვენ დღისით არ დაინახოთ მომწამლავი მუქი კვამლი.

სწორედ ის გართმევთ რუსთაველებს ახლა კრწანისის ეკო ზონას, არაბული ქალაქისთვის, რომელიც ტრადიციულად რუსთავის ფილტვები იყო.

ეს ყველაფერი ყველა „ქოცის“ პასუხისმგებლობაა და მათ მინდა ვკითხო, გსიამოვნებთ საახალწლო სუფრაზე რუსთაველების და კასპელების შემწვარი დამჭკნარი ფილტვებისგან დამზადებული კერძების დაგემოვნება?

და ემანდ სტაფილოს წვენში და საახალწლო შამპანურში რუსთაველი და კასპელი კიბოთი დაავადებული ბავშვების ჩამოცვენილი თმები არ შეგეპაროთ და არ გადაგცდეთ“, - წერს სააკაშვილი.

სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  მათივე ცნობით, შესაბამისი განკარგულება მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ქალაქ ტუაფსეში დრონებით თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები, პორტის ნავსადგური და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე