მნიშვნელოვანია, რომ ხორბლისა და ფქვილის სფეროში ფასების გაძვირება არ იყოს – თურნავა

მნიშვნელოვანია, რომ ხორბლისა და ფქვილის სფეროში ფასების გაძვირება არ იყოს – თურნავა

10-03-2023 06:41
კატეგორიები: ეკონომიკა

მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ბიზნესი კარგად გრძნობდეს თავს და არ ჰქონდეს პრობლემები, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ისეთ სენსიტიურ სფეროში, რომელიც ეხება პურს, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ფასების გაძვირება არ მოხდეს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი უწყება მზად არის, რომ ამ საკითხში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ითანამშრომლოს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ ბიზნესს არ ჰქონდეს პრობლემები, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხორბლისა და ფქვილის სფეროში ფასების გაძვირება არ იყოს. ამ ორ მოცემულობას შორის სწორი ბალანსი როგორ უნდა მოვნახოთ, მზად ვართ ამისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ვიმუშაოთ“, – განაცხადა თურნავამ.

პოსტი ნახა: 354


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!