მომღერალი აჩიკო მეფარიძე სასამართლომ სრულად დამნაშავედ ცნო და 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა

მომღერალი აჩიკო მეფარიძე სასამართლომ სრულად დამნაშავედ ცნო და 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა

27-12-2024 18:57
კატეგორიები: სამართალი

ლელა ჯუღელზე ძალადობაში ბრალდებული მომღერალი არჩილ მეფარიძე სასამართლომ სრულად დამნაშავედ ცნო და 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა შკუბულიანმა მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, არჩილ მეფარიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი ლელა ჯუღელის მიმართ განხორციელებულ როგორც ფიზიკურ ძალადობაში, ასევე მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ნაწილშიც.

მოსამართლემ მეფარიძეს მუქარის ნაწილში 5 000-ლარიანი ჯარიმა, ხოლო ძალადობის ნაწილში 10 000-ლარიანი ჯარიმა განუსაზღვრა, თუმცა, დიდმა სასჯელმა შთანთქა მცირე სასჯელი და საბოლოოს მას 10 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია დაზარალებული.

"ძალიან კმაყოფილი ვარ გადაწყვეტილებით. დიდი მადლობა ბატონ მოსამართლეს, რომელმაც სწორი განაჩენი გამოიტანა",- განაცხადა ჯუღელმა.

ცნობისთვის, შემთხვევა 2022 წლის 7 აპრილს, ჭავჭავაძის 33-ში მოხდა. დაზარალებული ლელა ჯუღელი აცხადებს, რომ მას მანქანის პარკირების დროს მომღერალი ფიზიკურად გაუსწორდა, ამასთან სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

აჩიკო მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს.

პოსტი ნახა: 254


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!