მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის სულადობა შემცირდა, ხოლო ფრინველის რაოდენობა გაიზარდა - „საქსტატი“

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის სულადობა შემცირდა, ხოლო ფრინველის რაოდენობა გაიზარდა - „საქსტატი“

17-02-2024 07:49
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის სულადობა შემცირდა, ხოლო ფრინველის რაოდენობა გაიზარდა - ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

„წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 837.6 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 1.9 პროცენტით ნაკლებია.

აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 413 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.3 პროცენტით ჩამორჩება.

ღორის რაოდენობამ 131.5 ათასი სული შეადგინა, რაც 12.5 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ფრინველის რაოდენობამ 9.5 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 5.6 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს,“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 233


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!