ნატო-ს წევრი რვა ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ტარიფების მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო დაღმავალი სპირალის საფრთხეს ქმნის". წერილში ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ისინი „სრულ სოლიდარობას უცხადებენ დანიის სამეფოს და გრენლანდიელ ხალხს“.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 24

ნატო-ს წევრი რვა ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ტარიფების მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო დაღმავალი სპირალის საფრთხეს ქმნის".

წერილში ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ისინი „სრულ სოლიდარობას უცხადებენ დანიის სამეფოს და გრენლანდიელ ხალხს“.

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებსაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ავტორები არიან: დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, 1-ელი ივნისიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება და იქამდე იმოქმედებს, სანამ “გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება”.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე