ორბელიანების სასახლესთან ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ლოზუნგით - „ჩვენი ხმა ევროპას“ მოქალაქეები არიან შეკრებილები.
შეკრება პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაიგეგმა.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.
ასევე, პრეზიდენტის ინიციატივით, დღეიდან იწყება ხელმოწერების კამპანია - "ჩვენი ხმა ევროპას".
"დღეს იწყება ჩვენი ხელმოწერების კამპანია - "ჩვენი ხმა ევროპას". კამპანია, რომელიც ჩემზე კი არა თქვენზეა დამოკიდებული, მთელ ქვეყანაზე, უნდა იყოს გაშლილი ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ადგილზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან. ღონისძიებას ესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.
აღსანიშნავია, რომ დღეს, 20:00 საათზე, დაგეგმილი იყო კონცერტი, თუმცა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო კონცერტი გაუქმდა.