რა ეკონომიკური ურთიერთობები აქვს საქართველოს უნგრეთთან, რომლის პრემიერიც თბილისში ჩამოდის

რა ეკონომიკური ურთიერთობები აქვს საქართველოს უნგრეთთან, რომლის პრემიერიც თბილისში ჩამოდის

28-10-2024 08:20

საქართველოს 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოში ჩამოდის უნგრეთის ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა და სხვები.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 64 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო 10 წლის მაქსიმუმია. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ბრუნვაში უდიდესი ნაწილი იმპორტს უკავია. უფრო კონკრეტულად, საქართველომ წელს 61.8 მლნ დოლარის პროდუქცია იყიდა უნგრეთისგან, ექსპორტზე კი მხოლოდ 2.18 მლნ აშშ დოლარი მოდიოდა.

ტურიზმში უნგრეთის წილი საკმაოდ მცირეა. მაგალითისთვის, მიმდინარე წლის 3 კვარტალში საქართველოში უნგრეთიდან 5 688 ვიზიტი განხორციელდა, რაც 7.6%-ით აჭარბებს გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებლებს (შარშან სამ კვარტალში 5 286 ვიზიტი).

რაც შეეხება ფულად გზავნილებს, უნგრეთიდან იანვარ-სექტემბერში წელს 1.024 მლრდ დოლარის გზავნილები განხორციელდა, საქართველოდან ფულადმა გზავნილებმა კი 156.8 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

პოსტი ნახა: 45


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!