რუსეთი დღის წესრიგს ვეღარასდროს შეგვიცვლის - პრეზიდენტი

რუსეთი დღის წესრიგს ვეღარასდროს შეგვიცვლის - პრეზიდენტი

07-11-2023 04:33
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ერთადერთი პასუხი არის მშვიდობა ევროპაში, - ამის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საოკუპაციო ხაზთან მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს და მთელ საქართველოს მიუსამძიმრა და თქვა, რომ რუსული სისასტიკის დასრულება მხოლოდ ქვეყნის ევროინტეგრაციით არის შესაძლებელი. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველა მცდელობა რუსეთთან ურთიერთობის დათბობის და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გამართვის, მხოლოდ ილუზიაა. 

პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახს და ამ ოჯახთან ერთად მთელ საქართველოს, რამეთუ არ თავდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა: ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება  ჩვენს ტერიტორიაზე. ამას ჰქვია რუსეთის „მშვიდობიანი პოლიტიკა“. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, მართლაც საუკუნეების მანძილზე ვუყურებთ უცვლელად რუსეთის აგრესიას, რუსეთის განცხადებებს, რომ ვითომ არის ერთსულოვანი ჩვენი მეგობარი და რეალურად, როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. 

ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის ერთი და მხოლოდ ერთი, ეს არის ევროპა, ეს არის მშვიდობა და ეს არის მშვიდობა ევროპაში. ამიტომ არის, რომ ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ, არც გვჯერა სხვა პერსპექტივის და ძალიან გასაკვირია თუ ვინმეს შეიძლება საქართველოში სჯეროდეს მომავლის რუსეთთან ერთად, რუსეთის შემყურე. ვინმეს სჯეროდეს, რომ შეიძლება წავიდეს და ისწავლოს რუსეთში. რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს, რომ რაღაცა მშვიდობიან მოლაპარაკებებს ჩაატარებს რუსეთთან. ჩვენი მომავალია ჩვენს პარტნიორებთან ერთად. რუსეთი ვეღარადროს შეგვიცვლის დღის წესრიგს,  - განაცხადა პრეზიდენტმა. 

პოსტი ნახა: 229


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!