ახლობლების ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს

ახლობლების ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს

07-11-2023 04:19
კატეგორიები: COVID-19

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი „კარგად არის“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გატაცებულის ოჯახის ახლობელმა, ციცო საათაშვილმა სოფელ კირბალში განუცხადა.

თვითონ დოთიაშვილის ოჯახის წევრები კი, მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

„ლევან დოთიაშვილი კარგად არის. დაჭრილი არ არის. ოჯახში ვიყავი და ოჯახმა მითხრა, რომ კარგად არის“, - განაცხადა ციცო საათაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც მან განმარტა, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დოთიაშვილის და გინტურის გარდა შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთი პირი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ის კაცი 70 თუ 75 წლის კაცია და იქამდე არ ყოფილა [მისული]. ეს პირიც სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს გუშინ, მაგრამ მან ისიც კი არ იცოდა, რომ გინტური გარდაიცვალა“, -განაცხადა ციალა საათაშვილმა.

გარდა ამისა, მეზობლების განმარტებით, 33 წლის ლევან დოთიაშვილი და თამაზ გინტური სალოცავში სანთლების დასანთებად იმყოფებოდნენ, როდესაც მკვლელობა და გატაცება მოხდა.

„ლომისის ეკლესიაში დაახლოებით 2 წელია, რაც ვერ მივდივართ. როდესაც მიცვალებულებთან მივდივართ, მაშინ პოლიცია დგას ხოლმე. უნდა გასამართლდნენ ისინი, ვინც ეს ჩაიდინა. თამაზ გინტურს და ლევან დოთიაშვილს სანთლები უნდა დაედოთ ლომისის სალოცავში, მეტი არაფერი. ადრე ჩემი ორი შვილიც იყო დაკავებული, ერთ კვირაზე მეტ ხანს“, - განაცხადა მოკლული თამაზ გინტურის ოჯახის ახლობელმა და აღნიშნა, რომ თამაზ გინტური წარსულში სამხედრო პირი იყო.

პოსტი ნახა: 384


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!