რუსეთმა ოდესის პორტს დაარტყა, რის შედეგადაც, სირიის 3 და უკრაინის 1 მოქალაქე დაიღუპა

რუსეთმა ოდესის პორტს დაარტყა, რის შედეგადაც, სირიის 3 და უკრაინის 1 მოქალაქე დაიღუპა

12-03-2025 16:08
კატეგორიები: მსოფლიო

რუსულმა ძალებმა ოდესის პორტს დაარტყეს, რის შედეგადაც, სირიის 3 და უკრაინის 1 მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გუშინ საღამოს, რუსეთმა ოდესის პორტს დაარტყა. ბალისტიკურმა რაკეტამ ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი გემი MJ PINA დააზიანა . სამწუხაროდ, ოთხი ადამიანი დაიღუპა - სირიის მოქალაქეები“, - წერს ოლეგ კიპერი „ტელეგრამის“ არხზე.

კიპერის ცნობით, დარტყმის შედეგად, კიდევ ორი ადამიანი, ერთი უკრაინელი და ერთი სირიელი, დაშავდა.

„დარტყმის დროს გემი ალჟირში ექსპორტისთვის ხორბლით იტვირთებოდა. სამოქალაქო გემია“, - აღნიშნავს კიპერი.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით, რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰს დაარტყეს, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

პოსტი ნახა: 827


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე