საფრანგეთის სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად ერთი მოსწავლე დაიღუპა, 3 დაშავდა

საფრანგეთის სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად ერთი მოსწავლე დაიღუპა, 3 დაშავდა

24-04-2025 17:43
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 522

საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად მოსწავლე დაიღუპა, - ინფორმაციას Sky News-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, თავდასხმა ოთხშაბათს, დასავლეთ საფრანგეთში, ქალაქ ნანტში მოხდა.

ამასთან, სამ მოსწავლეს მიღებული ჭრილობების გამო სამედიცინო დახმარება გაეწია.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც, სავარაუდოდ, 15 წლის მოსწავლე იყო, მასწავლებლებმა პოლიციის მოსვლამდე განაიარაღეს.

ტერორისტული მოტივის ნიშნები არ არსებობს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე