საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური რეგიონში მოსალოდნელი ძლიერი ქარის, შტორმისა და უამინდობის გამო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური რეგიონში მოსალოდნელი ძლიერი ქარის, შტორმისა და უამინდობის გამო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

27-11-2023 04:36
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 343

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელი ძლიერი ქარის, შტორმისა და უამინდობის გამო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარის, უხვი ნალექისა და შტორმის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მობილიზებული არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში მყოფ მოქალაქეებს, შტორმისა და უამინდობის გამო, თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე