ოპოზიცია ე.წ ნარკოლოგიურში მცხოვრები ადამიანებისთვის ახალი შენობის აშენებას ითხოვს

ოპოზიცია ე.წ ნარკოლოგიურში მცხოვრები ადამიანებისთვის ახალი შენობის აშენებას ითხოვს

27-11-2023 04:52
კატეგორიები: COVID-19

ფრაქციის “გორი-საქართველოსთვის” წევრები ყოფილი ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრები ადამიანებისთვის ახალი შენობის აშენებას ან/და დროებით გამოსახლებას და არსებული შენობის კაპიტალური რემონტს ითხოვენ. შენობის ამჟამინდელი მდგომაროება საფრთხის შემცველია მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის.

ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში ამჟამად 80 სოციალურად დაუცველი პირი ცხოვრობს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საბჭოთა პერიოდში აგებულ შენობაში დევნილები შეასახლეს. რამდენიმე წლის წინ, იძულებით გადაადგილებული პირები, გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე აშენებულ 10 სართულიან კორპუსებში, ბინებით დააკმაყოფილეს.

გამოთავისუფლებულ შენობაში კი ის სოციალურად დაუცველი ოჯახები შეასახლეს, რომლებსაც სხვა თავშესაფარი არ ჰქონდათ.

ადგილობრივებმა არაერთხელ მიმართეს გორის მერიას, რომ დროულად მოხდეს მათი განსახლება ავარიული შენობიდან ალტერნატიურ საცხოვრებელ ფართში თუმცა, ამ დრომდე, უცნობია გეგმავს თუ არა მერია მათთვის ახალი კორპუსის აშენებას.

2022 წლის თებერვლისა და მარტის თვეში საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა გორის სოციალური საცხოვრისი შეამოწმა და დაადგინა, რომ არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას.

ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში განთავსებულ გორის სოციალურ საცხოვრისში განსაკუთრებით შემაშფოთებელი მდგომარეობაა. შენობა, რომელშიც 80-მდე ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელად დღემდე არ გარდაქმნილა, მოსახლეებმა საკუთარი ოთახები თვითონ გადააკეთეს, კუსტარულად; შესაბამისად, მუდმივ საცხოვრებელად უვარგისია. საცხოვრისს არ აქვს საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები; არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები. მაცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე.

,,ამ პირობებში წარმოუდგენელია ჰიგიენის დაცვა და კვების პროდუქტების უსაფრთხოდ შენახვა. ობიექტში არსებული უკიდურესად მწვავე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები ხელს უწყობს პარაზიტოლოგიური დაავადებების, მწერების, მღრღნელებისა და ქვეწარმავლების გავრცელებას, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის შენობის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.'' - აღნიშნული სახალხო დამცველის განცხადებაში.

პოსტი ნახა: 279


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!