საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას 16 ოქტომბერს გამოაცხადებენ

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას 16 ოქტომბერს გამოაცხადებენ

13-10-2023 06:21
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

პარლამენტში გადაწყვეტილების გაგზავნის ბოლო თარიღი 14 ოქტომბერია, მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი არასამუშაო დღეა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე, შესაძლებელია, გადაწყვეტილება გაიგზავნოს პირველ სამუშაო დღეს ანუ 16 ოქტომბერს, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ევა გოცირიძეს დასკვნა უკვე დაწერილი აქვს, თუმცა მასში ცვლილების შეტანა სხვა მოსამართლეებსაც შეუძლიათ.

„საოქმო ჩანაწერში გარკვევით წერია, რომ დარეგისტრირდა 14-ში და პლენუმს გადაეცა 15-ში ანუ პარლამენტში გადაწყვეტილებს გაგზავნის ბოლო თარიღი არის 14 ოქტომბერი, მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი არასამუშაო დღეა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე შესაძლებელია, გადაწყვეტილება პირველ სამუშაო დღეს, ანუ 16 ოქტომბერს გაუგზავნოს.

ჯერ ყველა მოსამართლემ უნდა მოაწეროს ხელი და ამის შემდეგ გაეგზავნება საქართველოს პარლამენტს და დაიდება ჩვენს ვებ-გვერდზე. კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტს ეგზავნება, მაგრამ ჩვენი საერთო წესებით, ვინაიდან ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლო ზეპირი მოსმენით მიღებულ გადაწყვეტილებას ვაცხადებთ, მიზანშეწონილი იქნება დარბაზში გამოცხადება, რაც მოხდება მაქსიმუმ 16 ოქტომბერს.

ევა გოცირიძემ დასკვნა უკვე დაწერა, თუმცა ამ დაწერილ ტექსტში მოსამართლეებს შეუძლიათ თავიანთი კორექტურა შეიტანონ“, - განაცხადა მერაბ ტურავამ.

პოსტი ნახა: 293


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!