საქართველოს 18 წლამდე ასაკის ხელბურთელთა ნაკრები IHF-ის თასის ევროპის ზონის გათამაშებაში წარმატებით ასპარეზობს. ქართველმა სპორტსმენებმა A ჯგუფის მეორე შეხვედრაში ალბანეთის ნაკრები ანგარიშით 43:23 დაამარცხეს.
14 იანვარს ქართველი ხელბურთელები კვიპროსელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით 44:24 დაამარცხეს.
ტურნირის გამარჯვებული ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) თასის საკონტინენტთაშორისო ეტაპზე გააგრძელებს ბრძოლას, ამ გათამაშების გამარჯვებული კი ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 16 იანვარს გამართავს დიდი ბრიტანეთის ნაკრებთან, რომელიც A ჯგუფში მისი ბოლო მეტოქე იქნება.
ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

საქართველოს 18-წლამდელთა ხელბურთის ნაკრებმა ალბანეთის ნაკრები დაამარცხა
15-01-2025 15:31
კატეგორიები:
სპორტი
პოსტი ნახა: 743

წინა ახალი ამბავი
კახა კალაძე - ბაგა-ბაღებში დასაქმებულებს, საჯარო სამსახურებისთვის გათვალისწინებულ 10%-იან ზრდასთან ერთად, ანაზღაურება 125 ლარით გაეზრდებათ
შემდეგი ახალი ამბავი
ვლადიმერ ბოჟაძე საგამოძიებო კომისიაზე - ჩვენ შევპირდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველაფერს გავაკეთებდით იმისათვის, რომ მომხდარიყო „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის სამართლებრივი შეფასება

მსგავსი სიახლეები
18-04-2025 20:59