„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

77 ხმით, პარლამენტმა „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონში შესატან ცვლილებებზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ ისაუბრა.

მომხსენებლის ინფორმაციით, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჯერ კიდევ 2009 წელს შეწყდა აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა არჩევა, რამაც მათი რაოდენობის თანდათან შემცირება გამოიწვია. იმისთვის, რომ მეცნიერებათა აკადემიამ სრულფასოვანი საქმიანობის გაგრძელება შეძლოს, აუცილებელია მათი შემადგენლობის განახლება და წევრ-კორესპონდენტთა არჩევის წესის საკანონმდებლო რეგულირება.

კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.

პოსტი ნახა: 125


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!