საქართველო-ლუქსემბურგს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი ანგარიშით - 2:0 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში გავიდა.
მატჩში ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.
ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ ჩატარდა.
ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი, ასევე, თბილისში შედგება, სადაც საქართველოს ნაკრები უკვე ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებს.