საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ ნანა სამსონიას გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ ნანა სამსონიას გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

05-05-2025 22:08
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1016

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მეცნიერის - ნანა სამსონიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„86 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორი ნანა სამსონია - გამორჩეული მეცნიერი და ღვაწლმოსილი პედაგოგი, ერთგულად რომ ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ზრდიდა პროფესიონალთა თაობებს, უშურველად გასცემდა სიკეთესა და სიყვარულს.

პროფესორი ნანა სამსონია 1968 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრაზე, 1993-2021 წლებში კი ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის „ენერგეტიკის ეკონომიკისა და მენეჯმენტის“ სასწავლო სამეცნიერო მიმართულებას. მისი ავტორობით გამოიცა არაერთი სახელმძღვანელო, მათ შორის: „ენერგეტიკის ეკონომიკა, დაგეგმვა და მენეჯმენტი“, „საბაზრო ეკონომიკა“ და „ენერგეტიკის ფინანსების მენეჯმენტი“, 2003 წელს კი, მისი თანაავტორობით გამოცემულ სახელმძღვანელოს - „სათბობენერგეტიკული კომპლექსის საწარმოთა ეკონომიკა“ საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრემია მიენიჭა.

წლების მანძილზე ნანა სამსონია „ნოუ-ჰაუს“ ფონდის პროექტებში მონაწილეობდა. სწორედ მისი უშუალო ჩართულობით შემუშავდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლების ევროპულ სტანდარტზე გადასვლის გეგმები და პროგრამები, შეიქმნა ბოლონიის პროცესის შემადგენელი კომპონენტების სასწავლო პროცესში დანერგვა-გამოყენებასთან დაკავშირებული მითითებები.

უდიდესი გულისტკივილით ვემშვიდობებით ძვირფას კოლეგას და უნივერსიტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ქალბატონი ნანას ოჯახს, ენერგეტიკის ფაკულტეტს, მის მეგობრებსა და აღზრდილებს.

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე