საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროები „ძლიერთა თამაშებისთვის“ ემზადებიან

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროები „ძლიერთა თამაშებისთვის“ ემზადებიან

02-09-2023 04:36
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი „ძლიერთა თამაშებისთვის“ (Invictus Games 2023) აქტიურად ემზადება.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამხედროები წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის სპორტულ და სატრენაჟორო დარბაზებში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობენ.

„ძლიერთა თამაშები“ წელს 7-17 სექტემბერს გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში გაიმართება და მასში საქართველო 20 პარა-სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას. დაჭრილი სამხედროები, 22 ქვეყნის 500 დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებთან ერთად, 2 გუნდურ და 6 ინდივიდუალურ სპორტის სახეობაში იასპარეზებენ. ჯარისკაცები საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს გამოცდიან მშვილდოსნობაში, ცურვაში, ძალოსნობაში, მძლეოსნობაში, მჯდომარე ფრენბურთში, პარაკალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში და სავარჯიშო მოწყობილობაზე ნიჩბოსნობაში.

„ძლიერთა თამაშები“ 2014 წლიდან, გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის პრინცი ჰარის პატრონაჟით, სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. საქართველოს დაჭრილ-დაშავებულ სამხედროების გუნდების მონაწილეობა ყოველთვის უმაღლესი სინჯის მედლებით ფასდება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 313


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!