საქართველოში პარაპლანით ფრენები აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას, სამოგაზაურო კომპანია Georgian Extreme Way, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ პარაპლანით ფრენები მას შემდეგ აიკრძალა და რეგულაციების გამკაცრების საკითხი, მას შემდეგ დადგა, რაც გუდაურში 2022 წლის 29 ივლისს პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შემთხვევას ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი ემსხვერპლა.
ამის შემდეგ, დღის წესრიგში დადგა კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც პარლამენტმა გასულ წელს მიიღო. კანონი არეგულირებს აღნიშნული საფრენი აპარატის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე შემოვიდა სანქციები პარაპლანით ფრენების დროს დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.