„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 19 431 ბავშვი შეადგინა - ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 21 944 ადამიანი.
გარდა ამისა, „საქსტატის“ ცნობით, 2023 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -2 513 კაცით განისაზღვრა.
სტატისტიკის თანახმად, ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში (340), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (870) და ქვემო ქართლის რეგიონში (145).
რაც შეეხება ბუნებრივი მატების უარყოფით მაჩვენებელს, ყველაზე მაღალი შედეგი (-1287) იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა (-766) და კახეთში (-603) აღირიცხა.