სასამართლომ ზუგდიდში აქციაზე დაკავებული აქტივისტი მარიამ სიჭინავა 5 000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ ზუგდიდში აქციაზე დაკავებული აქტივისტი მარიამ სიჭინავა 5 000 ლარით დააჯარიმა

1 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აქციაზე დაკავებული „დროას“ წევრი, აქტივისტი მარიამ სიჭინავა 5000 ლარით დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მარიამ სიჭინავას თქმით, ჯარიმის გადახდას არ აპირებს. 

მარიამ სიჭინავას უფლებადამცველის თქმით, მტკიცებულებები სრულყოფილად არ იყო გამოკვლეული, თუმცა მისივე თქმით, სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

„სასამართლოს ორი უფლება ჰქონდა, ან უნდა გამოეყენებინა სანქციით გათვალისწინებული ჯარიმა ან სანქციით გათვალისწინებული პატიმრობა და ამ შემთხვევაში სასამართლომ ობიექტურად და სამართლიანად გადაწყვიტა ჯარიმა,“- განაცხადა როლანდ შონიამ.

იქამდე კი, სასამართლო დარბაზიდან ხმაურისა და პროცესის ხელის შეშლის გამო მოსამართლე ირაკლი აბშილავამ სამი ადამიანი გააძევა.

შეგახსენებთ, მარიამ სიჭინავა პოლიციამ 13 იანვარს, ღამით დააკავა ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან. მან საპროტესტო აქციაზე ფეიერვერკი გამოიყენა.

პოსტი ნახა: 45


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!