სერგეი ლავროვი - თუ დასავლეთს უკრაინისთვის ბრძოლის ველზე ბრძოლა სურს, რუსეთი ამისთვის მზადაა

სერგეი ლავროვი - თუ დასავლეთს უკრაინისთვის ბრძოლის ველზე ბრძოლა სურს, რუსეთი ამისთვის მზადაა

13-05-2024 06:56
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

თუ დასავლეთის ქვეყნებს სურთ, უკრაინის კრიზისი ბრძოლის ველზე გადაჭრან, მაშინ მოსკოვი ამისათვის მზად არის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ეს მათი უფლებაა, თუ სურთ ბრძოლის ველზე ყოფნა, იქნებიან ბრძოლის ველზე", - აღნიშნა ლავროვმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მის ხელახლა დანიშვნასთან დაკავშირებით ფედერაციის საბჭოში მიმდინარე კონსულტაციების დროს.

უკრაინის საკითხზე შვეიცარიაში დაგეგმილ კონფერენციაზე საუბრისას, ლავროვმა ვითარება სკოლის მოსწავლისთვის საყვედურის გამოცხადებას შეადარა.

„კონფერენცია რუსეთისთვის ულტიმატუმის ხელახლა ჩამოყალიბებამდე დადის. როგორც ოროსანი მოსწავლე პედსაბჭოზე, რომელიც იქ წარადგინეს, ყველაფერი ერთმანეთში გადაწყვიტეს, მერე დაუძახეს და განაჩენი გამოუცხადეს - ასე არავისთან არ შეიძლება საუბარი, მით უმეტეს, ჩვენთან“, - აღნიშნა ლავროვმა.

პოსტი ნახა: 129


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!