შალვა პაპუაშვილი - 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეისწავლის, რა დარღვევები იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან

შალვა პაპუაშვილი - 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეისწავლის, რა დარღვევები იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან

10-04-2025 15:27
კატეგორიები: ეკონომიკა

საგამოძიებო კომისია შეისწავლის, თუ რა ტიპის დარღვევები იყო 20 ივნისის საქმეზე იმის მხრიდან, ვინც პასუხისმგებელი იყო აქციის მართვაზე - აქ არავინ მოდის ბრალდებულის სტატუსით, საგამოძიებო კომისია კითხავს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 20 ივნისის საქმეზე, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას დაბარებას გამოეხმაურა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ აღნიშნულ საქმეზე, საგამოძიებო კომისიამ მოქმედი თანამდებობის პირებიც დაიბაროს, პაპუაშვილი პასუხობს, რომ "საგამოძიებო კომისია შეეცდება, ყველა გამოკითხოს, ვისაც აქვს ინფორმაცია".

„ადამიანის უფლებათა სასამართლომ სულ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით, სადაც დაადგინა კონკრეტული დარღვევები. ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეისწავლის, თუ რა ტიპის დარღვევები იყო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, ანუ, იმის მხრიდან, ვინც პასუხისმგებელი იყო აქციის მართვაზე, რა ქმედებები იყო განხორციელებული.

საგამოძიებო კომისია კითხავს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაცია. აქ არავინ არ მოდის ბრალდებულის სტატუსით. სხვათა შორის, ისინი, ვინც გაექცნენ საგამოძიებო კომისიაში მოსვლას, საბოლოო ჯამში, ამით აღიარებით ჩვენებას აძლევენ, რომ ჩადენილი აქვთ რაღაც, რაც დანაშაული, ან დანაშაულის ტოლფასია. რაც შეეხება მოქმედ თანამდებობის პირებს - შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო კომისიაში განმარტება მისცა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ასე რომ ვისაც აქვს ინფორმაცია, საგამოძიებო კომისია შეეცდება, რომ ყველა გამოიკითხოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პოსტი ნახა: 222


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე