შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

07-01-2025 17:34
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1121

სრულიად საქართველოს ვულოცავ შობის დღესასწაულს, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი დღეა ქრისტიანული სამყაროსთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატებთან ერთად, საშობაო ალილოს რესპუბლიკის მოედანზე შეუერთდა.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს შობა-ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა, ქვეყანას მშვიდობიანი და წარმატებული წელი უსურვა და ეროვნული ინტერესების გარშემო უფრო მეტად გაერთიანების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

პარლამენტის თავმჯდომარემ პატრიარქის იმ გზავნილებზე ისაუბრა, რომლებიც წლევანდელ საშობაო ეპისტოლეშია გამოკვეთილი და რომლებიც ადამიანებს შორის სიყვარულს ქადაგებს და მოქალაქეებს ერისა და საზოგადოების ინტერესებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ გუშინ დავესწარით საშობაო ლიტურგიას, მოვისმინეთ პატრიარქის ეპისტოლე და ის გზავნილები, სადაც პატრიარქმა ხაზი გაუსვა, ერთი მხრივ, მთავარ პრინციპს, რაც ნიშნავს სიყვარულს ადამიანებს შორის და, მეორე, რომ ყველამ უნდა იფიქროს საკუთარ მოყვასზე, ვინაიდან ამპარტავნება, ეგოიზმი არის ის, რაც უშლის ადამიანს, იფიქროს საერთო სიკეთეზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ პატრიარქის ეპისტოლეს ამ მოწოდებას გაიაზრებს ყველა.

ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. შემოწირულობა კი ბავშვთა სახლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2000 წლიდან თბილისში ქრისტეშობის დღესასწაულის საზეიმო მსვლელობა – ალილო განსაკუთრებული მასშტაბურობით აღინიშნება. წელს ალილოს მსვლელობის ტრადიციას 25 წელი შეუსრულდა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე