შესაძლოა, საათობრივი მინიმალური ანაზღაურება – 5 ლარი დაწესდეს

შესაძლოა, საათობრივი მინიმალური ანაზღაურება – 5 ლარი დაწესდეს

10-03-2023 06:37
კატეგორიები: ეკონომიკა

საქართველოში შესაძლოა, საათობრივი მინიმალური ანაზღაურება – 5 ლარი, დაწესდეს.

აღნიშნული წინადადებით პარლამენტს სამოქალაქო მოძრაობამ „გამოდი“ (მაკა მინდიაშვილი, ლევან ლელაშვილი) მიმართა. წინადადების ავტორთა შეფასებით, საათობრივი ანაზღაურება პოზიციების მიხედვით, მზარდი უნდა იყოს.

გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს ასევე პირველად ჯანსაღი საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და ბინების ფასის დარეგულირებას. კერძოდ, სახელმწიფო რეგულაციების შედეგად, ბიზნესს უფლება აღარ ექნება პროდუქციას ფასი 20%-ზე მეტით მოუმატოს.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო წინადადების განხილვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაევალა, რომელმაც მიღებული გადაწყვეტილება კვლავ ბიუროს უნდა აცნობოს.

პოსტი ნახა: 382


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!