სიღნაღში ბრმა ტყვიას 52 წლის კაცი ემსხვერპლა

სიღნაღში ბრმა ტყვიას 52 წლის კაცი ემსხვერპლა

23-09-2024 07:31

სიღნაღში, ქედელის დასახლებაში ბრმა ტყვიას 52 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი იმ ერთ-ერთ აგარაკზე იმ დროს მოხდა, როცა მასპინძელი სტუმრებს მასპინძლობდა და სანადირო თოფით ფრინველის მოკვლას ცდილობდა, თუმცა ტყვია შემთხვევით მის მეგობარს მოხვდა.

კაცს დაზიანებები გულმკერდის არეში ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

პოსტი ნახა: 244


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე