ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 15 ტურისტი, 2 მძღოლი და ერთი გიდია.
ავტოსაგზაო შემთხვევა კაპადოკიიდან ანტალიისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, წვიმიანი გზის გამო, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ავტომობილი ამოტრიალდა.