„სოფლის ნობათის“ რძის სტრატეგიის განვითარების მენეჯერი - ჩვენი კომპანიის რძე არის ჯანსაღი და უვნებელი

„სოფლის ნობათის“ რძის სტრატეგიის განვითარების მენეჯერი - ჩვენი კომპანიის რძე არის ჯანსაღი და უვნებელი

10-04-2025 19:10
კატეგორიები: საზოგადოება

„სოფლის ნობათის“ პროდუქცია – რძე, ხაჭო, არაჟანი მაწონი, კეფირი, იოგურტი, მოჭიქული ხაჭო – არის ჯანსაღი და უვნებელი, – ამის შესახებ „სოფლის ნობათის“ რძის სტრატეგიის განვითარების მენეჯერმა, ხათუნა ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათთვის მომხმარებლის ნდობა არის უმნიშვნელოვანესი.

„2012 წლიდან ერთ-ერთი პირველები ვიყავით, სადაც HACCP-ს სისტემა დაინერგა, FSSC 22000-ის არაანონსირებული აუდიტები, რომლებიც გვამოწმებენ წელიწადში ორჯერ. შემოწმებები არის ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან, წელიწადში 10-12-ჯერ.

ჩვენ ვართ ის კომპანია, სადაც მიგვიღია დელეგაციები, რომლებიც ქვეყანაში ჩამოდიან რძის მიმართულებით და საჩვენებელი, სადაც შეიძლება, აჩვენო სტანდარტი, რძის მიღება, რაზე მოწმდება, როგორც ხდება მისი გადამუშავება. ასე რომ, ნამდვილად მინდა, ვთქვა, რომ დღეს „სოფლის ნობათის“ პროდუქცია – რძე, ხაჭო, არაჟანი მაწონი, კეფირი, იოგურტი, მოჭიქული ხაჭო – არის ჯანსაღი და უვნებელი.

ჩვენ ვართ ის კომპანია, რომელისთვისაც მომხმარებლის ნდობა არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის ხარისხი და უვნებელი პროდუქცია. 2012 წლიდან ის ნდობა და სიყვარული, რომლებსაც ჩვენი შვილები, ჩვენი მეგობრების შვილები, ჩვენი შვილების მეგობრები გამოხატავენ და ჩვენს პროდუქციას მოიხმარენ, სწორედ დამოკიდებულია იმ სტანდარტებზე, იმ დამოკიდებულებაზე, იმ პროფესიონალიზმზე, რაც ჩვენ კომპანიაშია“, – განაცხადა ხათუნა ცქიტიშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღსანიშნავია, რომ საქართველოში რძეში აფლატოქსინის შემცველობის უმკაცრესი სტანდარტია დადგენილი, რაც გულისხმობს 0,05 მიკროგრამს ლიტრში. შედარებისთვის, შეერთებულ შტატებში აფლატოქსინის შემცველობის ნორმა 0,5 მიკროგრამია ლიტრში.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთ ნიმუშში აღმოჩენილი იყო აფლატოქსინის შემცველობის გადაცდომა 0,21-დან 0,32-მდე ოდენობით. პროდუქცია ქსელიდან სრულად იქნა ამოღებული. კომპანია ყოველ წელს მოწმდება, კომპანიაში 2024 წელს განხორციელდა 15 სახელმწიფო საკონტროლო შემოწმება და დარღვევა არ გამოვლინდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

პოსტი ნახა: 611


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე