სუსი საქართველოს ორი მოქალაქის უკანონო დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს

სუსი საქართველოს ორი მოქალაქის უკანონო დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს

26-03-2025 17:17
კატეგორიები: რეგიონი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ორი მოქალაქის უკანონო დაკავებაზე.

უწყების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფელ სვერის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთი ლაშა ხეთერელია. ეს მისი რიგით მეათე დაკავებაა - ხეთერელი ცხინვალის ციხიდან ბოლოს გასული წლის სექტემბერში გაათავისუფლეს.

"უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“, - ნათქვამია სუსის განცხადებაში.

ინფორმაცია მიაწოდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად, ნათქვამია სუსის გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 434


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე