თბილისის მერია დედაქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებულ აბრებს განაახლებს

თბილისის მერია დედაქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებულ აბრებს განაახლებს

26-03-2025 14:52
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 952

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებული აბრების განახლების მიზნით, კონკურსს გამოაცხადებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ არქიტექტურის სამსახურის უფროსს დაავალა, რომ დაიწყონ შესაბამისი პროცედურები, რათა საკონკურსო წინადადებები მიიღონ.

„თბილისის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებული აბრები დიდი ხანია მოძველებულია, რაც ლამაზი ნამდვილად არაა. დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრები უნდა იყოს თანამედროვე და განახლებული. ამიტომ, მათ შესაცვლელად, უახლოეს მომავალში ვაპირებთ, გამოვაცხადოთ შესაბამისი კონკურსი. მასში მონაწილეობა სხვადასხვა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

მინდა, დავავალო არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელს, დაიწყეთ შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, პირობები ჩამოაყალიბეთ და როდესაც უკვე მზად იქნებით, საზოგადოებას წარუდგინეთ კონკურსის წესები. ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება, მიიღოს მონაწილეობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე