თბილისში, 24 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

თბილისში, 24 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

19-02-2024 04:43
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 270

თბილისში, 24 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, შემთხვევა ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ცნობით, ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე