ისრაელში 40 წლის ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ისრაელში 40 წლის ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

19-02-2024 04:50
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ისრაელის ქალაქ ხოლონში საქართველოს 40 წლის მოქალაქე დაჭრეს. ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც, მოგვიანებით, გარდაიცვალა, - ინფორმაციას გამოცემა MivzakLive-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.

დაკავებული ხოლონის პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს.

პოსტი ნახა: 337


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე