ცვლილება 7 ათას ადამიანს შეეხება - რეგიონებში ტაქსისტებს ნებართვის აღება მოუწევთ, წესდება 100-200 ლარიანი ჯარიმები

ცვლილება 7 ათას ადამიანს შეეხება - რეგიონებში ტაქსისტებს ნებართვის აღება მოუწევთ, წესდება 100-200 ლარიანი ჯარიმები

19-02-2024 04:54
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

საქართველოს რეგიონებში ტაქსისტებს საქმიანობისთვის შესაბამისი ნებართვის აღება მოუწევთ. აღნიშნულ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები პარლამენტში უკვე დაიწყო.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, სანებართვო საქმიანობების ჩამონათვალს ახალი სანებართვო საქმიანობა - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა ემატება.

აღნიშნულ საქმიანობაზე ნებართვა არანაკლებ ერთი წლის ვადით გაიცემა. რაც შეეხება ღირებულებას, ნებართვის მისაღებად ტაქსის მფლობელებს სავარაუდოდ 100 ლარის გადახდა დასჭირდებათ.

“აღნიშნული რეფორმის ერთ-ერთი გამოწვევა არის ავტოსადგურებში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა და არარეგისტრირებული პირები - ე/წ ხიშნიკები, რომლებიც მგზავრთა გადაყვანის მომსახურებას ავტოსადგურების გვერდის ავლით ახორციელებენ - ხშირ შემთხვევებში მინივენის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.

საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს აღნიშნული პრობლემებს, თუმცა, ზოგადად, ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მოწესრიგების მიზნით აუცილებელია ერთიან ჭრილში იქნას გადაწყვეტილი მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირება, რათა ტაქსების მოუწესრიგებელი საქმიანობა რეფორმის განხორციელებისათვის დამაბრკოლებელი ფაქტორი არ გახდეს“, - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ შედეგებს: დაახლოებით 7000 პირისთვის, რომლებიც განახორციელებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანას.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, შემოდის ფინანსური საქნციებიც. კერძოდ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელების შემთხვევაში წესდება 100 ლარიანი, ხოლო ტაქსით გადაყვანის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელების შემთხვევაში - 200 ლარიანი ჯარიმა.

კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტებს 2025 წლის 1-ელ ივნისამდე ეძლევათ ვადა, უზრუნველყონ მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ მონაცემების ერთიან საინფორმაციო ბაზაში ასახვა, რომლის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესს მთავრობა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე განსაზღვრავს.

პოსტი ნახა: 264


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!