თბილისში სასწრაფოს ექიმებმა შუახნის ქალბატონს გაჩერებული გული აუმუშავეს

თბილისში სასწრაფოს ექიმებმა შუახნის ქალბატონს გაჩერებული გული აუმუშავეს

08-05-2025 16:39
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1048
თბილისის მე- 12 რაიონული სამსახურის 1722 ბრიგადამ ქუჩის გამოძახება ლოზუნგით -უგონო მიიღო.
3 წუთში გამოძახების ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის ქალბატონი მანქანაში უგონო მდგომარეობაში დახვდა. პაციენტის მეგობრის გადმოცემით ქალბატონს მანქანა უნდა დაეძრა, რა დროსაც მოულოდნელად გონება დაკარგა.
 
ექიმის გადმოცემით, არ აღინიშნებოდა სუნთქვა და პულსი. სამედიცინო პერსონალის მიერ პაციენტი დაუყოვნებლივ იქნა ფარზე გადაყვანილი და დაწყებული გულ-ფილტვის რეანიმაცია, ჩაედგა ვენის კათეტერი, პაციენტი აიყვანეს მონიტორზე, განხორციელდა ტრაქეის ინტუბაცია. მონიტორზე ფიქსირდებოდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, მოხდა დეფიბრილატორის გამოყენება და გფრ-ის გაგრძელება, შეუჩერებლად გრძელდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები.
 
მე-3 შოკის შემდეგ აღდგა სინუსური რითმი, გუგები გახდა მიოზური, ფორსმაჟორში დაიწყო პაციენტის გადაყვანა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. კლინიკის შესასვლელთან მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ტაქიკარდია პულსით, ჩატარდა სინქრონული კარდიოვერსია და აღდგენილი სინუსური რითმით შეყვანილ იქნა კლინიკაში, სადაც პაციენტს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა და მკურნალობას განაგრძობს.
 
ექიმი ვიქტორ ჭანკოტაძე
უმცროსი ექიმი მამუკა ბაჟუნაიშვილი
მძღოლი ანდრო ჯაგოდნიშვილი
 
წყარო: 



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე