თინა ბოკუჩავა - როდესაც ვთქვით, რომ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას

თინა ბოკუჩავა - როდესაც ვთქვით, რომ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას

27-10-2024 11:56

ბუნებრივია, როდესაც ვთქვით, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, ეს, რა თქმა უნდა, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მედიასთან განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, ქართველი ხალხის გუშინდელი „ისტორიული არჩევანი ივანიშვილმა მოიპარა“.

„ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინდელი ისტორიული არჩევნები მოიპარა ივანიშვილმა. ეს არის ქართველი ხალხის ნების ტოტალური უგულებელყოფა. რეალურად, ადგილი ჰქონდა, რუსული ტიპის სპეცოპერაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც აირჩია ევროპული მომავალი. ივანიშვილმა მიიტაცა ეს გამარჯვება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პოსტი ნახა: 39


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!