წავკისში 10 ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

წავკისში 10 ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

05-02-2025 15:10
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 990

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ წავკისში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყო.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში 10 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგება.

„წავკისში გვქონდა სერიოზული პრობლემები საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ათ ქუჩას ჩაუტარდება რეაბილიტაცია - დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და ბორდიური. სამუშაოები დაგეგმილია ტაბიძის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, თაყაიშვილის, მანჯგალაძის, 9 აპრილის, ამაღლების II შესახვევში, ასათიანის ქუჩებსა და ასათიანის I და II შესახვევში“, - განაცხადა კახა კალაძემ.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე