ცნობილია ვის შეუმცირდება სესხზე ყოველთვიური შენატანი

ცნობილია ვის შეუმცირდება სესხზე ყოველთვიური შენატანი

04-02-2024 16:04
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ სესხებთან დაკავშირებით მიმოხილვას აქვეყნებს.

მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთიანი 184 391 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. იქიდან გამომდინარე, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე შეამცირა ამ 190 000-მდე მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 12.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული, აქედან შინამეურნეობებზე – 7.1 მლრდ ლარის (57%), იურიდიულ პირებზე – 5.4 მლრდ ლარის (43%), ბიზნეს სესხების მოცულობა კი 6.5 მლრდ ლარს შეადგენს.

იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.7 მლრდ ლარი, სამომხმარებლო სესხების კი 2.2 მლრდ ლარია.

2023 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული  სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 16.5% შეადგინა, რაც დაახლოებით 0.6%-ით ნაკლებია წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელზე და ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 29 მლრდ ლარს მიაღწია. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 43%-ს შეადგენს.

პოსტი ნახა: 377


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!