ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს - ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ჩვენი თავისუფლება და ხალხი დავიცვათ

ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს - ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ჩვენი თავისუფლება და ხალხი დავიცვათ

26-11-2023 16:06
კატეგორიები: პოლიტიკა

ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს უკრაინასთან სოლიდარობას გამოვხატავ, 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკებისადმი წინააღმდეგობა ჩვენ საერთო მოვალეობად რჩება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს უკრაინასთან სოლიდარობას გამოვხატავ, ჩვენ პატივს ვცემთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლს.

90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკებისადმი წინააღმდეგობა ჩვენ საერთო მოვალეობად რჩება, რათა უზრუნველვყოთ, რომ ისტორია არ განმეორდეს”, - წერს ზურაბიშვილი.

პოსტის კომენტარებში საქართველოს პრეზიდენტს უკრაინელი კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება.

“ვაფასებ უკრაინასთან თქვენს სოლიდარობას ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს. ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეული ბევრი ტანჯვა გადაიტანეს. ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი დავიცვათ”, - წერს ზელენსკი.

პოსტი ნახა: 272


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!