2023-2024 წლის ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე, გუდაურში, დამსვენებლებს 2 ახალი საბაგირო კომპლექსი და ახალი სასრიალო ტრასა დახვდებათ.
„12:00-18:00 - ღონისძიებაზე დაგხვდებათ:
გასართობი აქტივობები
საბავშვო ზონები
ფოტო ზონები
კვების ჯიხურები
ბარის კუთხე
მუსიკალური სივრცე
მუსიკა:
12:00 - 14:00 - DJ Jino Dolini
15:00 - 17:00 - DJ Vas
17:00 – 18:00 - Circus Mircus
2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე, გუდაურში, დამსვენებლებს 2 ახალი საბაგირო კომპლექსი და ახალი სასრიალო ტრასა დახვდებათ.
საქართველოს 4-ვე სამთო-სათხილამურო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძიზე და მესტიაში, დამსვენებლები, 9 დეკემბრიდან, ეტაპობრივად შეძლებენ საბაგიროებითა და სასრიალო ტრასებით სარგებლობას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.