„ზვავსაშიშროება, ქარბუქი, ლიპყინული, შტორმი...“ - გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

„ზვავსაშიშროება, ქარბუქი, ლიპყინული, შტორმი...“ - გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

06-02-2024 15:54
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებს:

6 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი.

6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

პოსტი ნახა: 296


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!