ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. „დაიჯესტის“ ინფორმაციით, ავტომობილი მდინარე წყალწითელას ხიდიდან გადავარდა. გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია, იგი გიორგი სოფრომაძეა. მომხდარს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ეხმაურება და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, ახალგაზრდის ოჯახს, მანამდე, კიდევ ერთი შვილი ჰყავს გარდაცვლილი.
„ეს რა საშინელება მოხდა, გაუგონარი ტრაგედია. არა, ეს ადამიანურ ძალებს, ყველანაირად აღემატება.
ჩემო ბავშვობის მეგობარო, ეს რა უბედურება დატრიალდა შენს თავს, ერთი შვილი არ გაკმარა ამ უბედურმა წუთისოფელმა, ახლა მეორეც.