30 წლის შემდეგ პირველად სომხეთის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავმა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე გამოიყენა

30 წლის შემდეგ პირველად სომხეთის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავმა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე გამოიყენა

06-09-2025 15:32
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 883

30 წლის შემდეგ პირველად სომხეთის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავმა აზერბაიჯანის საჰაერო სივრვე გამოიყენა.

„საზღვარგარეთ ვიზიტის ფარგლებში 30 აგვისტოს ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე გამოიყენა, ხოლო 6 სექტემბერს, ღამით აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გავლით უკან დაბრუნდა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა.

მას შემდეგ, რაც ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა ვაშინგტონში სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი, ერევანმა ბაქოს ნებართვა სთხოვა ნიკოლ ფაშინიანისთვის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე და თანხმობა მიიღო.

„ამ ფაქტს განვიხილავთ, როგორც პრაქტიკულ ნაბიჯს რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის, მშვიდობის დღის წესრიგის ხელშეწყობისა და ურთიერთნდობის ატმოსფეროს შექმნისკენ“, – აღნიშნა ბაღდასარიანმა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე