„ევრონიუსი“ - წინასაარჩევნოდ გერმანიაში სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატი გარდაიცვალა, მათგან შვიდი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საარჩევნო სიაში იყო, რამაც შეთქმულების თეორიები გამოიწვია

„ევრონიუსი“ - წინასაარჩევნოდ გერმანიაში სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატი გარდაიცვალა, მათგან შვიდი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საარჩევნო სიაში იყო, რამაც შეთქმულების თეორიები გამოიწვია

06-09-2025 15:10
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 723

ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კანდიდატების გარდაცვალება შეთქმულების თეორიებს იწვევს, – ამ სათაურით სტატიას „ევრონიუსი“ აქვეყნებს

როგორც მედია წერს, წინასაარჩევნოდ გერმანიაში სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატი გარდაიცვალა, მათგან შვიდი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საარჩევნო სიაში იყო.

პოლიციამ ბოლოდროინდელ გარდაცვალებებთან დაკავშირებით რაიმე სახის დანაშაული გამორიცხა, დაადასტურა, რომ საქმეში ბუნდოვანება არ იკვეთება და ყველა შემთხვევა ბუნებრივი მიზეზებით იყო გამოწვეული.

მედიის ცნობით, მომხდარმა კითხვები მაინც გააჩინა. პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი სიკვდილიანობის ასეთ მაჩვენებელს ეჭვქვეშ აყენებს, სტატისტიკურად შეუძლებლად მიიჩნევს და საქმის დეტალურ გამოძიებას ითხოვს. მომხდარს „უცნაურს“ უწოდებს ილონ მასკიც.

ამომრჩევლები 14 სექტემბერს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის დასავლეთ მხარეში რაიონულ, მუნიციპალურ და საქალაქო საბჭოებს, ასევე ზოგიერთ მერს აირჩევენ, სადაც დაახლოებით 20 000 კანდიდატი იყრის კენჭს. მომხდარის გამო 427 მუნიციპალიტეტში არჩევნები ჩაიშალა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე