„ბიბისი“ - ღაზის სექტორში, ევროპულ საავადმყოფოზე ისრაელის იერიშის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

„ბიბისი“ - ღაზის სექტორში, ევროპულ საავადმყოფოზე ისრაელის იერიშის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

6 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 233

ისრაელის მიერ ღაზის სექტორში, ხან იუნისში მდებარე ევროპულ საავადმყოფოზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, არიან დაშავებულებიც.

ადგილობრივი წყაროების თანახმად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საავადმყოფოს მიმართულებით ერთდროულად ექვსი ბომბი ისროლეს, რომლებიც როგორც საავადმყოფოს შიდა ეზოში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ განახორციელეს „ზუსტი დარტყმა „ჰამასის“ ბაზაზე“, რომელიც, მათი თქმით, საავადმყოფოს ქვეშ მდებარეობს.

ისრაელის მედია იუწყება, რომ თავდასხმის სამიზნე იყო „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი მუჰამედ სინვარი, იაჰია სინვარის უმცროსი ძმა.

ცნობისთვის, „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი ისრაელელმა სამხედროებმა 2024 წლის 17 ოქტომბერს მოკლეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე