აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სირიის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
ტრამპის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც, მოჰამენ ბინ სალმანთან და თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრების შემდეგ მიიღო.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სანქციების მოხსნა “მათ [სირიას] სიდიადისთვის შანსს მისცემს”.
“სირია - მათ ბევრი წლის განმავლობაში ჰქონდათ აბსურდის, ომის, მკვლელობების საკუთარი წილი. სწორედ ამიტომ ჩემმა ადმინისტრაციამ პირველად ათწლეულზე მეტის განმავლობაში უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები შეერთებულ შტატებსა და სირიას შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენისკენ,” - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე დაამატა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო “მოგვიანებით ამ კვირას” თურქეთში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
“სანქციები სასტიკი და დამაზიანებელი იყო, და ამისად მიუხედავად, თავის დროზე, მნიშვნელოვან - ნამდვილად მნიშვნელოვან - ფუნქციას ემსახურებოდა. მაგრამ ახლა მათი დროა გაიბრწყინონ. ასე რომ, მე ვამბობ ‘წარმატებები, სირია’. რამე ნამდვილად განსაკუთრებული გვაჩვენეთ”, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა იმედ გამოთქვა, რომ ქვეყნის ახალი მთავრობა “იმედია წარმატებას მიაღწევს მშვიდობის შენარჩუნებისთვის ქვეყნის სტაბილიზაციაში”.