დონალდ ტრამპმა და საუდის არაბეთის პრინცმა სტრატეგიულ ეკონომიკურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

დონალდ ტრამპმა და საუდის არაბეთის პრინცმა სტრატეგიულ ეკონომიკურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

5 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 93

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და საუდის არაბეთის პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა სტრატეგიულ ეკონომიკურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობას თავდაცვის, ენერგეტიკის, წიაღისეულისა და სხვა სფეროებში.

თეთრი სახლის ცნობით, საუდის არაბეთი აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, მათ შორის 124 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის შეძენის შესახებ შეთანხმების გაფორმებას.

შეხვედრისას დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინცს სალმანს მეგობარი უწოდა და აღნიშნა, რომ მათ კარგი ურთიერთობები აქვთ. ტრამპის თქმით, საუდის არაბეთის ინვესტიციები აშშ-ში სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

როგორც „სიენენი“ წერს, საუდის არაბეთმა და აშშ-მა სხვადასხვა უწყებას შორის თანამშრომლობის შეთანხმებები გააფორმეს, მათ შორის სამხედრო სფეროში, რომელიც ითვალისწინებს საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების მოდერნიზებას და განვითარებას.

ერ-რიადში ტრამპის ვიზიტის ფარგლებში იმართება აშშ-საუდის არაბეთის საინვესტიციო ფორუმი, რომელშიც ბიზნეს-ლიდერები მონაწილეობენ. ტრამპთან ერთად საუდის არაბეთში იმყოფებიან სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტ და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „ტესლას“ დამფუძნებელი ილონ მასკი. დონალდ ტრამპი 14 მაისს კატარს ეწვევა და შეხვედრებს 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე