დონალდ ტრამპი - ჩვენი ბევრი მოკავშირე 8 მაისს „გამარჯვების დღეს“ აღნიშნავს, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტი გავაკეთეთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მოპოვებაში, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ - 8 მაისს „მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს“ ვარქმევ

დონალდ ტრამპი - ჩვენი ბევრი მოკავშირე 8 მაისს „გამარჯვების დღეს“ აღნიშნავს, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტი გავაკეთეთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მოპოვებაში, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ - 8 მაისს „მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს“ ვარქმევ

11 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით „ვეტერანების დღეს“, რომელიც 11 ნოემბერს აღინიშნება, „პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღე“ დაერქმევა, „ევროპის გამარჯვების დღეს“ კი, რომელიც 8 მაისს აღინიშნება, „მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე“.

Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა გაცილებით მეტი გააკეთა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისთვის, ვიდრე სხვა ქვეყნებმა.

„ჩვენი ბევრი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს “გამარჯვების დღეს” აღნიშნავს, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტი გავაკეთეთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მოპოვებაში, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ. 8 მაისს „მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს“ ვარქმევ, ხოლო 11 ნოემბერს „პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს“. ჩვენ ორივე ომი მოვიგეთ, ჩვენთან ახლოსაც არავინ იყო ძალით, სიმამაცით ან სამხედრო ბრწყინვალებით, მაგრამ არასდროს არაფერს ვზეიმობთ - ეს იმიტომ ხდება, რომ აღარ გვყავს ლიდერები, რომლებმაც იციან როგორ გააკეთონ ეს! ჩვენ კვლავ დავიწყებთ ჩვენი გამარჯვებების აღნიშვნას!“- წერს ტრამპი.

პოსტი ნახა: 40


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე