აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი New York Times-ს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ფლორიდის სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, დონალდ ტრამპი New York Times-ს, გამოცემის ოთხ რეპორტიორსა და გამომცემლობა Penguin Random House-ს ცილისწამებისთვის და რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის.
კერძოდ, სარჩელში აღნიშნულია New York Times-ის მიერ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამოქვეყნებული სტატიები, ასევე, Penguin Random House-ის მიერ გამოქვეყნებული წიგნი, სახელწოდებით „იღბლიანი ლუზერი: როგორ გაფლანგა დონალდ ტრამპმა მამის ქონება და შექმნა წარმატების ილუზია“.
დონალდ ტრამპი 15 მილიარდი დოლარის კომპენსაციას ითხოვს.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, New York Times-ი „მის წინააღმდეგ ტყუილებს ათწლეულებია ავრცელებს“.
„მაქვს პატივი, რომ ცილისწამებისთვის New York Times-ის წინააღმდეგ 15 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელი შევიტანო“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.