ხანდაზმულმა იტალიელმა აივნიდან გადახტომით თვითმკვლელობა სცადა, თუმცა მეზობელს დაეცა, რომელიც მოკლა, ხოლო თავად, გადარჩა. - ინფორმაციას Corriere della Sera ავრცელებს.
ინციდენტი მილანში მოხდა. 70 წლის მამაკაცი მე-4 სართულის აივნიდან გადახტა, თუმცა 83 წლის მეზობელს დაეცა. მიყენებული დაზიანებებისგან ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმკვლელობის მოსურნე პენსიონერი გადარჩა, თუმცა ფეხების მოტეხილობის გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცს გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ადანაშაულებენ.